home Главная news Новости ინტერნაციონალიზაცია
×
Dashboard

საერთაშორისო პარტნიორობის ახალი შესაძლებლობები მარნეულის კოლეჯში!

საერთაშორისო პარტნიორობის ახალი შესაძლებლობები მარნეულის კოლეჯში!

შიმონ გუგლასი — რეკრუტირების გუნდის ხელმძღვანელი

ოლექსანდრ კირისი — რეკრუტირების სპეციალისტი

შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესაძლებლობებზე, მათ შორის ჩვენი სტუდენტებისთვის პოლონეთში პროფესიული პრაქტიკის გავლის შესაძლო პერსპექტივებზე.

როგორც EFVET-ის ოფიციალური წევრი, მარნეულის კოლეჯისთვის საერთაშორისო თანამშრომლობა და პროფესიული განათლების ევროპულ სივრცესთან აქტიური კავშირი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ასეთი შეხვედრები არის შესაძლებლობა, გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება, შევქმნათ ახალი პროფესიული კავშირები და მომავალში ჩვენი სტუდენტებისთვის საერთაშორისო გამოცდილების მიღების ახალი შესაძლებლობები განვიხილოთ.

სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს მარნეულის კოლეჯი და გაეცნენ ჩვენს სასწავლო გარემოსა და ინფრასტრუქტურას. მეგობრობისა და სამომავლო თანამშრომლობის სიმბოლოდ კი, ჩვენს სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადავეცით.

დიდი მადლობა შიმონ გუგლასსა და ოლექსანდრ კირისს ვიზიტისთვის, საინტერესო შეხვედრისა და თბილი ურთიერთობისთვის! მომავალ შეხვედრამდე.

მეტი ფოტო იხილეთ: ლინკი

Share